Bihub.ge-ის გამოყენების წესებისა და პირობების დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას ერთი მხრივ შპს „ენ ჯი თი გრუპი“-სა (შემდგომში NGT Group) და მეორე მხრივ bihub.ge პორტალის მომხმარებლებს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს NGT Group-ის მიერ კლიენტებისთვის NGT Group-ის ბინზეს ანალიტიკური პორტალის სერვისით მომსახურება განსზღვრული ღირებულების სანაცვლოდ. აღნიშნული ხელშეკრულება განსაზღვრავს ორივე მხარის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს და წარმოადგენს შეთანხმებას მათ შორის, რომელსაც უპირატესი ძალა აქვს მხარეებს შორის ყველა სხვა წინასწარ შეთანხმებასთან მიმართებით.
გამოყენების წესები და პირობები არეგულირებს bihub.ge ანალიტიკური პორტალის გამოყენებას, ნებისმიერ სხვა NGT Group-ს ონლაინ სერვისს, რომელთანაც გექნებათ წვდომა, მათ შორის ახალი ანალიტიკური აპლიკაციები, ან განახლებული ვერსიები ჩათვლით (ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, ცალკეულად და ჯგუფურად, (შემდეგში მოხსენიებულია „სერვისად“, მომსახურებად“, „პორტალად“). მომსახურებას უზრუნველყოფს NGT Group („ჩვენ“, “ენ–ჯი–თი ჯგუფი”, „NGT Group”).
სერვისთან წვდომით, მისი გამოყენებით თქვენ იღებთ იურიდიული პასუხისმგებლობას, რომ გაეცანით და ეთანხმებით სერვისის გამოყენების წესებსა და პირობებს, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით გამოყენების წესებსა და პირობებს, ან/და პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს, გთხოვთ, შეწყვიტოთ წვდომა სერვისთან, არ გამოიყენოთ, ან/და ჩამოტვირთოთ მომსახურება.
- სერვისთან წვდომით თქვენ ადასტურებთ რომ ხართ სრულწლოვანი (სულ მცირე 18 წლის ან მეტის), ან თქვენ ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის, მინიმუმ 13 წლის ან მეტის და გაქვთ მშობლის ან მეურვის ნებართვა სერვისთან წვდომისა და გამოყენების შესახებ.
- ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შევცვალოთ გამოყენების წესები და პირობები ან/და შევცვალოთ, შევაჩეროთ, გავაუქმოთ ან შევწყვიტოთ მომსახურება (ან მისი რომელიმე ნაწილი ან ფუნქცია). იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევიტანთ ცვლილებებს გამოყენების წესებსა და პირობებში, განახლებულ ვერსიას გამოვაქვეყნებთ პორტალზე, ან გამოგიგზავნით შეტყობინებას ცვლილების შესახებ. ცვლილების შესახებ ინფომრაციის მოწოდების შემდეგ მომსახურებით სარგებლობის გაგრძელება ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მიღებულ ცვლილებებს გამოყენების წესებსა და პირობებში. გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ გამოყენების წესებისა და პირობების ნაწილი, რათა დროულად გაეცნოთ ცვლილებას.
- თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ შესაძლოა ავტომატურად განვაახლოთ სერვისის ვერსია, რომელსაც თქვენ იყენებთ კომპიუტერსა ან მობილურ მოწყობილობაში. თქვენ თანხმდებით ამ ავტომატურ განახლებას თქვენს კომპიუტერსა და მობილურ მოწყობილობაში და ასევე, ეთანხმებით, რომ გამოყენების წესები და პირობები ვრცელდება ყველა ასეთ განახლებულ ვერსიაზე.
- ტექსტი, ფოტოსურათები, ვიდეო, გრაფიკები, მეტა-მონაცემები, ციტატები, მონაცემები, ინფორმაცია, ზოგადი ინტერფეისი და სერვისის მეშვეობით მოწოდებული ყველა სხვა ხელმისაწვდომი ინტელექტუალური საკუთრება (შინაარსი) წარმოადგენს NGT Group-ის და მისი ლიცენზიის მფლობელების საკუთრებას. ეს დოკუმენტი კონფიდენციალურია NGT Group-ის კლიენტებისთვის. ამ დოკუმენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის უნებართვო კოპირება, გავრცელება, პუბლიკაცია ან განმეორებითი გადაცემა რაიმე მედიით ან რაიმე ფორმით ნებისმიერი მიზნისთვის მკაცრად აკრძალულია. თქვენ არ გაქვთ უფლება წაშალოთ, შეცვალოთ, გადაიტანოთ, გაყიდოთ, გაავრცელოთ, გადააგზავნოთ ან რაიმე სხვა გზით გაუზიაროთ სერვისით მიღებული ინფორმაცია ან მისი ნაწილი მესამე პირს, ჩვენი – NGT Group-ის წინასწარი წერილობითი თანხმობისა ან წყაროს სათანადო იდენტიფიკაციის გარეშე. თქვენ არ გაქვთ უფლება შეცვალოთ პორტალის ინჟინერია, დააკომპლექტოთ, დააინსტალიროთ ან სხვაგვარად შეეცადოთ დაინახოთ სერვისის ნებისმიერი მახასიათებლის ან კომპონენტის წყაროს კოდი ან არქიტექტურა.
- პორტალის მიერ მომზადებული რეპორტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის უნებართვო კოპირება, გავრცელება, პუბლიკაცია ან განმეორებითი გადაცემა რაიმე მედიით ან რაიმე ფორმით ნებისმიერი მიზნისთვის მკაცრად აკრძალულია. NGT Group-ისთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ამ ინფორმაციის ან მისი ნაწილის გამოყენებისას, როგორც საწყისი მონაცემები ნებისმიერი ტიპის კვლევის განვითარების, ანალიზის, ან სხვა მიზნებისთვის, აუცილებელია მითითებული იყოს წყარო შემდეგი სახით:
- თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ პორტალისა და მისი შინაარსის (მთლიანად და ნაწილობრივ) ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლება არის და რჩება NGT Group-ის საკუთრებად და თქვენ არ გენიჭებათ არანაირი უფლება მათზე. გარდა აღნიშნული შეზღუდული ნებართვისა, თქვენ არ მოგენიჭებათ საავტორო უფლებით ან სხვა ინტელექტუალური უფლებებით განსაზღვრული რაიმე უფლება, არც ახლა და არც მომავალში.
- თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ექვემდებარებით დამატებით წესებსა და პირობებს (მათ შორის, და არა მხოლოდ, მომხმარებელთათვის მითითებებსა და წესებს), რომლებიც განთავსდება პორტალზე სერვისის ნებისმიერ მახასიათებელთან, კომპონენტთან, ან შინაარსთან მიმართებაში. ნებისმიერი გამოქვეყნებული დამატებითი წესი და პირობა გაერთიანებული იქნება შენიშვნის არსებულ გამოყენების წესებსა და პირობებში. NGT Group-ის მიერ შესაძლოა შეთავაზებული იყოს დამატებითი სხვა სერვისები, რომლებიც არ რეგულირდება ამ გამოყენების წესებითა და პირობებით და მოითხოვს დამატებით შეთანხმებას.
მომსახურების მისაღებად საჭიროა გაიაროთ პორტალზე რეგისტრაცია. რეგისტრაციის მოთხოვნებსა და პირობებს ცალმხრივად ადგენს NGT Group. დამკვეთის რეგისტრაციის არ გავლამ შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების ან მისი ნაწილის მიღების შეუძლებლობა, რა შემთხვევაშიც NGT Group თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.
- თქვენ შესაძლოა მოგეცეთ უფლება დარეგისტრირდეთ ან სხვაგვარად შექმნათ ანგარიში, მომხმარებლის სახელი ან პაროლი (თქვენი „რეგისტრაცია“), რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სისტემასთან წვდომა, ან შეგიძლიათ მიიღოთ გარკვეული ინფორმაცია ან გამოიყენოთ პორტალის გარკვეული ფუნქციები, მათ შორის შეგიძლიათ ჩვენთან დაკავშირება. თქვენ წარმოადგენთ გარანტიას, რომ რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია არის სრულყოფილი და ზუსტი, და იღებთ პასუხისმგებლობას, რომ რეგისტრირებული მონაცემების შეცვლისას შეგვატყობინებთ ცვლილების შესახებ. თქვენ პასუხისმგებელი ხართ რეგისტრაციისას თქვენს მიერ შექმნილი პაროლის გამოყენებასა და მისი და ანგარიშის კონფიდენციალურობის დაცვაზე, ასევე თქვენს პირად კომპიუტერსა და ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა/მართვაზე, ასევე, თქვენ არ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი მონაცემები მესამე პირს სერვისთან წვდომის მიზნით და იღებთ პასუხისმგებლობას თქვენი ანგარიშითა და პაროლით განხორციელებულ ყველა ქმედებაზე. თქვენ თანახმა ხართ, რომ გამოვიყენოთ თქვენი პაროლი თქვენი იდენტიფიკაციისთვის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ უარვყოთ, შევზღუდოთ ან გავაუქმოთ თქვენი წვდომა ჩვენს სერვისთან ან მის რომელიმე ნაწილთან რეგისტრაციის პროცესისას.
- თქვენ ეთანხმებით, რომ პორტალის შეზღუდულ ნაწილთან (NGT Group შეხედულებისამებრ განსაზღვრული საცდელი ვერსიები)წვდომას შეძლებთ უფასოდ. პორტალის ნაწილები (საცდელი ვერსია), რასთანაც დაშვებულია წვდომა განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ NGT Group-ის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ გქონდეთ სრული წვდომა პორტალზე განთავსებულ აპლიკაციის ყველა განახლებულ ვერსიაზე და სერვისის სრული გამოყენება, შეგიძლიათ მოითხოვოთ წლიური გამოწერის (Subscription) სერვისი, რომლის საფასურიც წინასწარ არის განსაზღვრული. ასევე, ეთანხმებით, რომ სერვისის გამოწერის გაუქმების, შეწყვეტის ან სხვა შემთხვევაში თანხა უკან არ დაბრუნდება. საფასური განსაზღვრულია თქვენგან დამოუკიდებლად, NGT Group-ის მიერ, სერვისის მიღების შემდეგ.
- თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ NGT Group უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს პორტალის გავრცელების არხ(ებ)ი, დაამატოს ახალი/გააუქმოს არსებული პროდუქტ(ებ)ი ან/და შეცვალოს მომსახურების ღირებულება. აღნიშნული ცვლილებები არ საჭიროებს კლიენტის წინასწარ შეტყობინებას.
- თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ NGT Group-ის არ აქვს ვალდებულება და არ შეუძლია გააკონტროლოს: რა გავლენა ექნება სერვისს თქვენზე; როგორ გააკეთებთ ინფორმაციის ინტერპრეტაციას და გამოიყენებთ ინფორმაციასა და პორტალს; რა ქმედებები შესაძლოა განახორციელოთ სერვისისა და მისი შინაარსის გამოყენების შემდეგ; თქვენ ათავისუფლებთ NGT Group-ის თქვენს წინაშე ყველა ვალდებულებისგან, მიუხედავად იმისა, რა ინფორმაცია მოიპოვეთ ან ვერ მოიპოვეთ პორტალზე წვდომის შედეგად. თქვენს მიერ მიღებული ინფორმაციისა და მასალის გამოყენება წარმოადგენს თქვენს რისკს, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანაირ ვალდებულებას ვიხსნით. თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენ ხარ პასუხისმგებელი განსაზღვროთ სერვისით მოწოდებული ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა თქვენს სპეციფიკურ მოთხოვნებს.
- რეგისტრაციით მიღებული მონაცემები და სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან მივიღებთ გამოყენებული იქნება პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის მიხედვით. რეგისტრაციისას ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ეს მონაცემები შესაძლოა გავრცელდეს თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია) გავავრცელოთ შესაბამისი კანონის, რეგულაციის, სასამართლო ბრძანების, სამთავრობო კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში; ჩვენი სისტემის სწორად წარმართვისთვის; ჩვენი ან სხვათა უფლებების, უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე;
- პორტალს შესაძლოა ჰქონდეს ისეთი ფუნქციები, რომელთა საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ აან ჩაერთოთ დისკუსიაში, ან განათავსოთ ბმული (ერთობლივად, „მომხმარებლის მასალა“). მომხმარებლის მასალა ექვემდებარება გამოყენების წესებსა და პირობებს და ყველა დამატებით პირობას და ეთანხმებით, რომ არ გაქვთ უფლება განათავსოთ „მომხარებლის მასალა“, რომელიც არის (a) შეურაცხმყოფელი, არაკანონიერი, ცრუ, ცილისმწამებელი, ან რაიმე გზით მუქარის შემცველი; (b) წააქეზებს ვინმეს კანონის დარღვევისკენ; (c) არღვევს ვინმეს საავტორო უფლებებს, სასაქონლო ნიშანს ან საკუთრების სხვა უფლებებს; (d) არღვევს სხვა მომხმარებლის კონფიდენციალურობას; (d) შეიცავს ვირუსს ან სხვა მავნე კომპონენტს; (e) შეიცავს ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას; ან (f) იწვევს რაიმე პასუხისმგებლობას ან არღვევს მოქმედ ადგილობრივ, სახელმწიფო, ფედერალურ, ან საერთაშორისო კანონსა და რეგულაციას. თქვენ წარმოადგენთ გარანტიას, რომ გაქვთ ყველა საჭირო იურიდიული უფლება წარადგინოთ და განათავსოთ მომხმარებლის მასალა და ამასთანავე, ანიჭებთ NGT Group-ის და მის შვილობილ კომპანიებს არა ექსკლუზიურ, სრულად ანაზღაურებულ, ჰონორარისაგან თავისუფალ, მუდმივ, შეუქცევად უფლებას გამოიყენოს, გააზიაროს, საჯაროდ აჩვენოს, გაამრავლოს, შეცვალოს, გადათარგმნოს, ან მის საფუძველზე შექმნას ახალი მასალა, ნებისმიერ მედიაში, ნებისმიერი ფორმით, სრულად ან ნაწილობრივ, წინასწარი შეტყობინების ვალდებულებისა და კომპენსაციის ვალდებულების გარეშე. თქვენ შეუქცევადად უარს ამბობთ მომხმარებლის მასალის საავტორო უფლების ‘მორალურ უფლებებზე“ და სხვა უფლებებზე, რაც შესაძლოა გქონდეთ მოქმედი კანონით ან სამართლებრივი თეორიით.
- ჩვენ არ გვაქვს მომხმარებლის მასალის შენახვის ვალდებულება და შესაძლოა წავშალოთ ის სერვისის პორტალიდან ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
- ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას შინაარსის მომწოდებელი, სარეკლამო, სპონსორის ან სხვა მესამე მხარის მიერ განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე და მხარს არ ვუჭერთ მათ შეხედულებებსა და მოსაზრებებს. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას და არ ვაკონტროლებთ NGT Group-ისგან დამოუკიდებელ, მესამე პირის ვებ-გვერდებს, აპლიკაციებსა და სერვისებს. ჩვენ შესაძლოა მესამე პირისთვის განვათავსოთ ფასიანი რეკლამები და სპონსორობის განაცხადი სერვისის შესახებ. ნებისმიერი გარიგება, რომელსაც აწარმოებთ მესამე პირთან რეკლამისა და სპონსორობის საკითხზე, დამოუკიდებელია ჩვენგან და წარმოებს მხოლოდ თქვენს შორის.
- სერვისი და მისი შინაარსი შექმნილია მხოლოდა საინფორმაციო და ანალიზის მიზნებისთვის. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ სერვისი არ წარმოადგენს რეკომენდაციას საინვესტიციო პროექტისთვის, ფინანსური ინსტრუმენტების შეძენისა და გაყიდვისთვის ან სხვა შესაძლებლობებისთვის. მომსახურება არ გულისხმობს საგადასახადო, იურიდიულ, საინვესტიციო რჩევას ან მოსაზრებას რომელიმე ინვესტიციის, სტრატეგიის, ან შესაძლებლობის ღირებულების, მომგებიანობის და შესაბამისობის შესახებ. NGT Group არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს წინაშე სერვისის ან მისი შინაარსის რაიმე ხარვეზის, უზუსტობის, შეყოვნების შემთხვევაში, და თქვენს მიერ განხორციელებული რაიმე ქმედებების შედეგებზე. თქვენ ეთანხმებით, რომ სერვისის და მისი შინაარსის გამოყენება წარმოადგენს თქვენს პასუხისმგებლობას.
- აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ პორტალის მიერ მომზადებული ანალიტიკური რეპორტების მეთოდოლოგიას აქვს გარკვეული შეზღუდვები და პასუხისმგებლობას იღებთ, რომ სერვისთან წვდომისას გაეცნობით ამ შეზღუდვებს, რომელიც განთავსებულია ანალიტიკური აპლიკაციის აღწერის ნაწილში და ამის შემდეგ, გამოიყენებთ ინფორმაციას. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მოითხოვოთ მაჩვენებლების/კოეფიციენტების დათვლის მეთოდოლოგია, სადაც იხილავთ თითოეული მაჩვენებლის/კოეფიციენტის დეტალურ აღწერას მიხედვით.
- NGT Group თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუ მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისთვის დაუძლეველი ძალის („ფორს მაჟორი“) მოქმედების შედეგად. (a) დაუძლეველ ძალას წარმოადგენს მიწისძვრა, სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ეპიდემია, მასობრივი კიბერშეტევა; (b)„ფორს მაჟორი“-ს მოქმედების განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები ჩერდება და გადავადდება „ფორს მაჟორი“-ს ხანგრძლივობის შესაბამისად. ვადების დინება ან/და ვალდებულებების შესრულების პირობები განახლდება „ფორს მაჟორული“ გარემოებ(ებ)ის აღმოფხვრისთანავე. (c) იმ შემთხვევაში, თუ „ფორს მაჟორული“ გარემოებ(ებ)ი აღმოფხვრილი არ იქნება ხელშეკრულებისთვის გონივრულ ვადაში მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოშალონ წინამდებარე ხელშეკრულება. (d) მხარე ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები თუ „ფორს მაჟორი“ არ ახდენს გავლენას მათ სრულ და ჯეროვან შესრულებაზე. (e) მხარეები თანხმდებიან, რომ NGT Group თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო დამკვეთის მიერ არასწორი, არასრული ან/და არადროული ინფორმაციის მიწოდებისგან. (f ) NGT Group-ის მიმართ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, NGT Group-ის პასუხისმგებლობა არ შეიძლება აღემატებოდეს კლიენტის მიერ კონკრეტულ მომსახურებაში გადახდილ თანხას.
- თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი სერვისთან, მის შინაარსსა და მახასიათებლებთან წვდომისა და გამოყენებისას მიღებული ინფორმაციადა პორტალის მიერ მომზადებული ანალიტიკური რეპორტები არის „არსებული მდგომარეობით“ („AS IS” ) და „ხელმისაწვდომი“ ბაზის საფუძველზე. შესაბამისი მოქმედი კანონის სრული მოცულობით, ჩვენ ვიხსნით ნებისმიერი სახის წარმომადგენლობისა და გარანტიის პასუხისმგებლობას, გამოხატულს ან ნაგულისხმევს, მათ შორის და არა მხოლოდ, საქმიანობის შესრულების წარმომადგენლობისა და გარანტიის პასუხისმგებლობას, მისი ვარგისიანობის, კონკრეტულ მიზანთან შესაბამისობის, სიზუსტის, სისრულის, სანდოობასა და რაიმე ნორმასა და კანონთან შესაბამისობის პასუხისმგებლობასა და გარანტიას. შესაბამისი მოქმედი კანონის სრული მოცულობით, ჩვენ ვიხსნით ყველა პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე ნებისმიერი დანაკარგის, ზარალის, ზიანის, ვალდებულების, ან ნებისმიერი სხვა სახის ზიანის მიღებისას, რომელიც გამოწვეულია ან პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება თქვენს მიერ სერვისთან წვდომასა და მის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) გამოყენებას ან მიუწვდომლობას სერვისთან.
- შესაბამისი მოქმედი კანონის სრული მოცულობით, NGT Group და მისი შვილობილი კომპანიები, აქციონერები, დირექტორები, მენეჯერები და თანამშრომლები, სარეკლამო პარტნიორები, სერვისი შინაარსის მომწოდებლები ( ერთობლივად, „NGT Group და მისი მხარეები”) არ იქნებიან პასუხისმგებლები (ერთად ან/და ინდივიდუალურად) თქვენს წინაშე რაიმე პირდაპირი, არაპირდაპირი, შედეგობრივი, განსაკუთრებული, შემთხვევითი, ფულადი ან საჯარიმო ზარალის მიღებისას, მათ შორის და არა მხოლოდ, სარგებლის, მოგების, დანაზოგის, ან შემოსავლის დაკარგვით გამოწვეული ზიანისას, მიუხედავად შესაძლო თეორიული ვალდებულებების არსებობისა დაუდევრობის, დაზარალებულის კომპენსაციის, კონტრაქტის ან სხვა სახის ვალდებულების შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ NGT Group და მისი მხარეები ინფორმირებული შესაძლოა იყვნენ ასეთი ზიანის მიყენების შესაძლებლობის შესახებ ან შესაძლო იყო მისი წინასწარ გათვალისწინება.
- გამოყენების წესები და პირობები მოიცავს მთლიან შეთანხმებას ჩვენს შორის თქვენს მიერ სერვისი გამოყენების შესახებ და პრიორიტეტი ენიჭება ყველა სხვა წინა შეთანხმებასთან მიმართებაში. თუ გამოყენებული პირობების რომელიმე დებულება, სასამართლოს მიერ ბათილად, ძალადაკარგულად ან არალეგალურად ცნო, ეს არ იმოქმედებს ამ პირობების სხვა დებულებების იურიდიულ ძალასა და მოქმედებაზე. გამოყენების წესებისა და პირობების ნებისმიერი დებულების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს ან/და არ განიხილება, როგორც ამ დებულების ან უფლების გაუქმება. გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, კანონის სრული დაცვით, თქვენ, აქვე ეთანხმებით, რომ ნებისმიერი დავა გამოყენების წესებსა და პირობებთან დაკავშირებით განსახილველად გადაეცემა საქართველოს სასამართლოს, და უარს ამბობთ საქმის იურისდიქციული განხილვის ადგილის პროტესტზე.
პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკა
ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია და პატივი ვცეთ თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
ეს პოლიტიკა განმარტავს იმ პირად მონაცემებს, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ, მის გამოყენებასა და გადამუშავებას NGT Group-ისთან, თქვენი, როგორც მისი მომხმარებლის ან პოტენციური მომხმარებლის ურთიერთობის ფარგლებში. კერძოდ, ჩვენ განვმარტავთ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, როგორ ხდება მათი მოგროვება, როგორ ვიყენებთ ამ ინფორმაციას და ვის შეგვიძლია გავუზიაროთ ის.
„პირად მონაცემში“ („ პერსონალური მონაცემი“, „პირადი ინფორმაცია“, „პერსონალური ინფორმაცია“) ჩვენ ვგულისხმობთ ინფორმაციას, რომლითაც შესაძლოა თქვენი იდენტიფიცირება, მათ შორის თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ.-ფოსტის მისამართი, მომხმარებლის სახელი/სოციალური მედიის მომხმარებლის სახელი და მსგავსი მონაცემები.
რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ და რატომ
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა: სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია, შესყიდვების ისტორია, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს მომსახურებას და როგორ იყენებთ ჩვენს ვებ.-გვერდს bihub.ge, www.ngt.ge. ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ინფორმაციას, რომელსაც თქვენ პირდაპირ გვაწვდით ჩვენ ან ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ იმ კომპანიებისა და სააგენტოებისგან (როგორიცაა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური“ ან სხვა), რომლებთანაც ვმუშაობთ, ასევე ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ თქვენგან და თქვენს შესახებ.
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პირად მონაცემებს, როდესაც თქვენ იყენებთ NGT Group-ის ბიზნეს ანალიტიკურ პორტალს და მის სერვისებს, ან ყიდულობთ ჩვენს პროდუქტს, ან გვიკავშირდებით ჩვენ.
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ ჩვენი ბიზნესის წარმართვისთვის და ჩვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად.
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც შევაგროვებთ შესაძლოა გამოყენებული იყოს:
- თქვენი გამოცდილების პერსონალიზაციისთვის (თქვენი ინფორმაცია გვეხმარება უკეთესად მოვერგოთ თქვენს საჭიროებებს);
- პორატლის გასაუმჯობესებლად (ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენ სერვისი და პორტალის შეთავაზებები თქვენგან მიღებული ინფორმაციისა და უკუკავშირის საფუძველზე);
- მომსახურების გაუმჯობესების მიზნით (თქვენი ინფორმაცია გვეხმარება უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ მომხმარებელთა მოთხოვნებს და მოვერგოთ საჭიროებებს);
- პერიოდული შეტყობინებების გამოსაგზავნად ელ.-ფოსტის მეშვეობით (მოგაწოდოთ ინფორმაცია ცვლილებების შესახებ, ან გამოგიგზავნოთ მარკეტინგული შეთავაზებები);
- თქვენს მიერ მოთხოვნილი სხვა სერვისის შესახებ დასაკავშირებლად.
თქვენს მიერ მოწოდებული ელ.-ფოსტის მისამართი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად, თქვენს მოთხოვნებზე საპასუხოდ, ან/და კითხვებისა და სხვა
მოთხოვნების გამოსაგზავნად.
ვის აქვს წვდომა თქვენს ინფორმაციასთან
ჩვენ არ ვყიდით, ვვაჭრობთ, ან სხვაგვარად გავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე მხარეზე.
ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ ჩვენი სერვისი მომწოდებლებთან, რომლებიც გვეხმარებიან პორტალის შექმნასა და განვითარებაში. სერვისის მომწოდებელი შესაძლოა იყოს მესამე პირი, რომელიც ჩვენი სახელით ჩვენს ნაცვლად ახორციელებს სერვისს. ისინი ხელშეკრულებით შეზღუდული არიან გამოიყენონ თქვენი პირადი ინფორმაცია, ნებისმიერი სხვა ფორმით, გარდა გაგვიწიონ მომსახურება bihub.ge-ის განვითარებისა და მართვისთვის.
ჩვენ, ასევე, შესაძლოა გავამჟღავნოთ თქვენი პირადი მონაცემები მესამე მხარესთან, როდესაც თქვენ გვთხოვთ მოვიქცეთ ასე, ან თუ ეს განპირობებულია კანონის მოთხოვნით.
თქვენი პირადი მონაცემების გროვდება კანონის ფარგლებში
ჩვენ გვაქვს იურიდიული უფლება შევაგროვოთ და გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები, ვინაიდან:
- თქვენ მოგვაწოდეთ თქვენი თანხმობა ამის შესახებ, როგორც აღნიშნულია ქვემოთ;
- ვახორციელებთ ამას ჩვენი უფლებებისა და პრეტენზიების /ინტერესების დასაცავად;
- თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება აუცილებელი ჩვენთვის, რათა:
- გადავამუშავოთ ჩვენი პორტალის მეშვეობით თქვენი ნებისმიერი გამოწერისა და შეკვეთის მოთხოვნა;
- განვახორციელოთ ჩვენი ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესები, რათა შევასრულოთ ჩვენი პორტალის მეშვეობით თქვენს მიერ გაკეთებული ნებისმიერი მოთხოვნა ან შეკვეთა.
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება:
- იყოთ ინფორმირებული იმ პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს შესახებ; რასაც მიზნად ისახავს პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის ეს დოკუმენტი;
- მიიღოთ დასტური ჩვენგან, რომ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალური მონაცემებს და მიიღოთ წვდომა თქვენს შესახებ მოგროვებულ ინფორმაციაზე;
- შეასწოროთ ან დაამატოთ პერსონალური მონაცემები არაზუსტი ან არასრული ინფორმაციის შემთხვევაში;
- მოითხოვოთ წაშლა ან დავიწყების უფლება, რაც გულისხმობს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემის წაშლა ან ამოღება ნებისმიერ დროს, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ შესაძლოა ვეღარ ისარგებლოთ მომსახურებით bihub.ge პორტალიდან;
- აგვიკრძალოთ ჩვენ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება გაგრძელება, თუმცა ჩვენ გვაქვს უფლება გავაგრძელოთ უკვე არსებული თქვენი პირადი მონაცემების შენახვა, თუმცა მისი გამოყენება და ან შემდგომი შეგროვება არ შეგვიძლია;
- მიიღოთ და გამოიყენოთ თქვენი ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს თქვენს შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ გადაიტანოთ, დააკოპიროთ, გადააგზავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მარტივად პორტალიდან ნებისმიერ სხვა ადგილას უსაფრთხო და დაცული გზით, შეუფერხებლად;
- უარი თქვათ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე, რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზებით:
- თქვენი ლეგიტიმური ინტერესით ან კონკრეტული დავალების შესასრულებლად საჯარო ინტერესის გათვალისწინებით;
- პირდაპირი მარკეტინგით.
ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
თანხმობის გაუქმება
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვთხოვოთ შევწყვიტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება.
იმ შემთხვევაში თუ მოითხოვთ ჩვენგან თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების შეწყვეტას, შედეგად:
- თქვენ შეძლებთ ჩვენი პორტალის მეშვეობით მხოლოდ საცდელი ვერსიებით სარგებლობას;
- თქვენ ვეღარ მიიღებთ შეტყობინებებს ჩვენი სიახლეებისა და ახალი პროდუქტების შესახებ;
- ჩვენ ვერ შევძლებთ შეგიქმნათ საუკეთესო პირადი გამოცდილება პორტალის გამოყენებისას;
- ჩვენ ზოგადად ვეღარ შეგიქმნით მომხმარებლის გამოცდილებას.
ვებსაიტებისა და მომსახურებების ბმულები
ჩვენი პორტალი შესაძლოა შეიცავდეს სხვა საიტების, ვიდეოების და ინფორმაციის ბმულებს, (ჩაშენებული ან პირდაპირი ბმულები), რომელიც ეკუთვნის მესამე პირებს. ჩვენ გთავაზობთ ამ ბმულებს მხოლოდ თქვენი კომფორტისა და მოხერხებულობისთვის, და მათი განთავსება არ გულისხმობს ჩვენს მიერ ამ საიტების, ან ინფორმაციის მოწონებას/ წახალისებას. თქვენს მიერ ამ საიტებზე წვდომა ხორციელდება თქვენი პირადი რისკის საფუძველზე და მათთან წვდომის შედეგად ტოვებთ ჩვენს საიტს. ბმულებით დაკავშირებული საიტები არ არის ჩვენი კონტროლის საგანი, შესაბამისად ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას მათ შინაარსზე, მათ შორის ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათი პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკასა და მომხმარებლების მონიტორინგის ტექნიკებზე. ჩვენ გირჩევთ შეამოწმოთ მათი პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა, რათა დაადგინოთ, თუ როგორ მართავენ ისინი თქვენს პირად ინფორმაციას.
უსაფრთხოება
ჩვენ ვიღებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციული ზომებს, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების მაღალი დონე, რომელიც შეესაბამება და აგვაცილებს პოტენციურ რისკებს.
ბიზნესის ცვლილებები
ბიზნეს საქმიანობის განვითარების გაგრძელებისას ჩვენ შესაძლოა შევიძინოთ სხვა კომპანია, გავერთიანდეთ სხვა კომპანიასთან ან გვაყიდოთ ჩვენი აქტივების ნაწილი. ასეთ გარდაქმნების დროს მომხმარებლების ინფორმაცია არის ერთ-ერთი ბიზნეს აქტივი, რომელიც როგორც წესი გადაეცემა მესამე მხარეს. იმ შემთხვევაში, თუ NGT Group ან მისი ყველა აქტივი გადაცემულია ან ექვემდებარება სასამართლო პროცესს ბიზნესის გაყიდვის ან შეძენის მიზნით, თქვენ აცნობიერებთ, რომ შესაძლოა მოხდეს ასეთი გადაცემა და გაგრძელდება თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენება პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის ამ დოკუმენტის შესაბამისად.
პოლიტიკის ცვლილებები
ეს პოლიტიკის დოკუმენტი ანაცვლებს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ შესაძლოა მოგაწოდეთ ინფორმაციის დამუშავების შესახებ და ძალაში შედის პოლიტიკის ამ დოკუმენტის გამოქვეყნების დღეს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი და ნებისმიერი ცვლილებები შეეხება ყველა ინფორმაციას რომელიც შეგროვებული იყო ცვლილების მიღებამდე. თუ სამომავლოდ შეიცვლება პოლიტიკის დოკუმენტი ან ცვლილება შევა ჩვენს ინფორმაციის მოგროვებისა და დამუშავების პრაქტიკაში, ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით პერსონალური მონაცემების დაცვის განახლებული პოლიტიკის განთავსებით პორტალზე.
Cookies
ჩვენ ვიყენებთ Cookies(cookies არის პატარა ფაილები, რომელსაც ვებსაიტი ან სერვისის მომწოდებელი გიგზავნით ვებ.-ბრაუზერის მეშვეობით (იმ შემთხვევაში, თუ აძლევთ ნებართვას), რაც საიტს ან სერვისის მომწოდებელ სისტემას აძლევს თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას და მახსოვრებს გარკვეულ ინფორმაციას თქვენს შესახებ.)
ჩვენ ვიყენებთ „cookies“ რათა გავიგოთ და შევინახოთ თქვენი პრეფერენციები მომავალი ვიზიტებისთვის და შევადგინოთ ერთიანი ინფორმაცია ჩვენს საიტზე მომხმარებლების ნავიგაციისა და ქცევის შესახებ, რათა შევძლოთ შევქმნათ უკეთესი გამოცდილება და გავაუმჯობესოთ მექანიზმები სამომავლოდ. ჩვენ შესაძლოა მივმართოთ სერვისი მომწოდებელ მესამე პირს დაგვეხმაროს უკეთ გავაანალიზოთ ჩვენი საიტის ვიზიტორების ქცევა. ამ მომსახურების მიმწოდებლებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ჩვენი სახელით შეგროვებული ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ დაგვეხმარონ ჩვენი ბიზნესის წარმართვაში და გაუმჯობესებაში.
თქვენი თანხმობა
ჩვენი პორტალის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის ამ დოკუმენტს.
დაგვიკავშირდით
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
განაცხადი პასუხისმგებლობის შეზღუდვის შესახებ
NGT Group-ის ბიზნეს ანალიტიკური პორტალის მეშვეობით მომზადებული რეპორტები ან პორტალზე გამოქვეყნებული ანგარიშები წარმოადგენს NGT Group საკუთრებას.
პორტალის გამოყენებით თქვენ სრულად ეთანხმებით პასუხისმგებლობის შეზღუდვის ამ განაცხადს და პასუხისმგებლობას იღებთ, რომ სრულყოფილად გაეცანით გამოყენების წესებს და პირობებს.
პორტალის მეშვეობით მომზადებული ანალიტიკური რეპორტები და დეშბორდები წარმოადგენს NGT Group-ის მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგს, შესაბამისი კომპანიებისაგან დამოუკიდებლად, მხოლოდ ინფორმაციული და ანალიტიკური მიზნებისთვის.
პორტალის მეშვეობით მომზადებული ანალიტიკური რეპორტები და წარმოდგენილი გადამუშავებული ინფორმაცია მიჩნეულია სანდოდ მათი გამოქვეყნების მომენტში, თუმცა არავითარი წარმომადგენლობა ან გარანტია არ არის მოცემული (გამოხატული ან ნაგულისხმევი) მის სიზუსტესთან, სისრულესთან ან სისწორესთან დაკავშირებით.
მოცემული ინფორმაცია შესაძლოა იყოს ცვლილებისა ან/და მოდიფიკაციის საგანი წინასწარი შეტყობინების/გაფრთხილების გარეშე. NGT Group არ იღებს ფინანსურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ წარმოდგენილი ინფორმაციის ან/და მისი ნაწილის გამოყენებით, ინტერპრეტაციით, დამუშავებით ინფორმაციის მომხმარებელი განიცდის რაიმე სახის (პირდაპირ ან ირიბ) ზარალს, დანაკარგს ან/და ზიანს.
პორტალის მეშვეობით მომზადებული ანალიტიკური რეპორტები და დეშბორდები, არავითარ შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული, რომ გამოყენებული იქნას ან განიხილებოდეს, როგორც ფინანსური ან საინვესტიციო რჩევა, რეკომენდაცია, შეთავაზება ან შუამდგომლობა პირისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ფასიანი ქაღალდების ან ფინანსური აქტივის ნებისმიერი სხვა ფორმის შესაძენად ან გასაყიდად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ეს არ არის შეთავაზების დოკუმენტი.
შეფასებები ექვემდებარება რისკებს, გაურკვევლობას და სხვა ფაქტორებს, რამაც შესაძლოა განაპირობოს განსხვავება მოცემულ მონაცემებსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. მოცემული გაანგარიშებები ემყარება საჯარო წყაროებიდან მოპოვებულ კომპანიების ისტორიულ მონაცემებს, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წარსული შედეგები შესაძლოა არ იყოს მომავალი შედეგების პროგნოზისთვის კარგი ინდიკატორი. პორტალის მეშვეობით მომზადებული რეპორტები ან პორტალზე გამოქვეყნებული ანგარიშები შექმნილია მხოლოდ ზოგადი მიმოხილვის, ინფორმაციული და ანალიტიკური მიზნებისთვის. პორტალის მეშვეობით მომზადებული და პორტალზე გამოქვეყნებული რეპორტების შინაარსი არ უნდა იქნეს მიღებული, როგორც იურიდიული, ფინანსური, საინვესტიციო ან საგადასახადო რჩევა. თითოეულმა პირმა უნდა მიმართოს თავის იურიდიულ, ფინანსურ, საინვესტიციო და საგადასახადო მრჩეველს სამართლებრივ, ბიზნეს, საინვესტიციო და საგადასახადო საკითხებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მისაღებად.
პორტალის მიერ მომზადებული რეპორტის შინაარსი კონფიდენციალურია NGT Group-ის კლიენტებისთვის. რეპორტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის უნებართვო კოპირება, გავრცელება, პუბლიკაცია ან განმეორებითი გადაცემა რაიმე მედიით ან რაიმე ფორმით ნებისმიერი მიზნისთვის მკაცრად აკრძალულია. NGT Group-ისთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ამ ინფორმაციის ან მისი ნაწილის გამოყენებისას, როგორც საწყისი მონაცემები ნებისმიერი ტიპის კვლევის განვითარების, ანალიზის, ან სხვა მიზნებისთვის, აუცილებელია მითითებული იყოს წყარო.